ფინეთისა და შვედეთის ლიდერებმა მსოფლიო მოქალაქის ჯილდოე მიიღეს

20 სექტემბერი 2022, 11:57 338 ნახვა

ნიუ-იორკში ფინეთისა და შვედეთის ლიდერებს  ატლანტიკური საბჭოს  მსოფლიო  მოქალაქის ჯილდო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნატოში გაწევრიანების შესახებ თავიანთი ქვეყნების ისტორიული გადაწყვეტილებისთვის გადაეცათ. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ, რომელმაც ვერ შეძლო პირადად დასწრებოდა დაჯილდოვების ცერემონიას, ვიდეომიმართვა გაგზავნა, რომელშიც ერთად მუშაობის  მნიშვნელობა აღნიშნა. „დიახ, ევროპას სჭირდება აშშ, მაგრამ აშშ-ს ასევე სჭირდება ევროპა. რამდენადაც მსოფლიო სულ უფრო დაუცველი და გაყოფილი ხდება, აუცილებელია, რომ ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ერთმანეთს“ - თქვა მან. შვედეთის პრემიერ მინისტრ მაგდალენა ანდერსონისათვის განკუთვნილი ჯილდო  მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ მიიღო,  რომელმაც აღნიშნა,  რუსეთის აგრესია სუვერენული და დემოკრატიული მეზობლის წინააღმდეგ შვედეთისთვის გარდამტეხი მომენტი იყო.    ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის გადაწყვეტილებით  შვედეთის  200 წლიანი ნეიტრალიტეტი დასრულდა - განაცხადა ანდერსონმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში