ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორი რუსეთია, აგრესიის მსხვერპლი კი უკრაინაა - შარლ მიშელი

21 სექტემბერი 2022, 16:32 487 ნახვა

ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დაწერა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი დარჩება. 

"კრემლმა მობილიზაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა მაშინ, როდესაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნები მუშაობენ თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი დარჩება“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში