პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

21 სექტემბერი 2022, 18:31 518 ნახვა

რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია იგეგმება. მოძრაობა „ვესნა“ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის გაპროტესტების მიზნით აქციის გამართვისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, ხელისუფლება ათასობით რუსი მამაკაცის „ომის ხორცსაკეპ მანქანაში“ ჩაყრას გეგმავს. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება.  მისი თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. რუსეთის ლიდერმა  ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებს დაავალა სამხედრო კომისარიატებს ყველა აუცილებელი დახმარება გაუწიონ. მობილიზაციას მიხაილო პოდოლიაკიც გამოეხმაურა, „სამდღიანი“ ომის 210-ე დღე, რუსებმა მიიღეს: მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები, ციხე დეზერტირობისთვის - ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში