საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა

23 სექტემბერი 2022, 21:52 822 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.

თბილისში "დინამო არენაზე" საქართველომ მეხუთე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები მიიღო და 2-0 დაამარცხა.

ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მიოვსკის მოხვდა და ავტოგოლი გავიდა.

64-ე წუთზე ზივზივაძემ ბურთი ჩაჭრა, ბურთი მარტო წაიღო და ხვიჩა კვარაცხელიას გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი გოლი ცარიელ კარში გაიტანა და 2-0 დაასრულა.

5 ტურის შემდეგ ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 13 ქულა დააგროვა და უკვე მოიპოვა ფლეიოფში ასპარეზობის უფლება, ასევე პირველად ითამაშებს B ლიგაში.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში