"ბათუმმა" რაგბი ევროპის სუპერ თასსზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

24 სექტემბერი 2022, 17:05 1258 ნახვა

სარაგბო კლუბმა "ბათუმმა" რაგბი ევროპის სუპერ თასსზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მესამე ტურის შეხვედრაში ბათუმელებმა თელ'ავივ ჰითს უმასპინძლეს და ანგარიშით 19-11 დაამარცხეს.

მატჩი ძლიერი წვიმის თანხლებით მიმდინარეობდა და რთული თამაში გამოვიდა.

საბოლოო ჯამში კი გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა. შემდეგ შეხვედრას სარაგბო კლუბი "ბათუმი" 1 ოქტომბერს დიდი 10-ის ეგიდით "ლოკომოტივის " წინააღმდეგ გამართავს.

რაგბი ევროპის სუპერ თასსზე კი 15 ოქტომბერს შინ "რუმინელ მგლებს" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში