უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმი სრულდება 

27 სექტემბერი 2022, 20:05 343 ნახვა

წინასწარი მონაცემებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. რეფერენდუმებზე აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა რუსეთთან შეერთებას მისცა. ინფორმაციას „ბიბისი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების დაახლოებით მეხუთედი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთთან შეერთებაზე თანხმობა ხერსონის რეგიონში 97%-მა მისცა ხმა, ზაპოროჟიეს რეგიონში 98%-მა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში 98%-მა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაშიც 98%-მა.

უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ. რეფერენდუმებს ყალბს უწოდებს და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი