გენდერული საბჭოს სხდომა ქობულეთში

04 ოქტომბერი 2022, 17:31 450 ნახვა

"ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში დღეს გენდერული საბჭომ სხდომა გამართა.

პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და ეკონომიკური გაძლიერება.პროგრამა უკვე ასახულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და საკონკურსო განაცხადების მიღებას მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

საკონკურსო პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა  500 ლარიდან 5000 ლარამდე იქნება, რაშიც თანადაფინანსებით ჩართულია "გაეროს საქართველოს" ოფისიც.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში