მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძე გახდა

05 ოქტომბერი 2022, 21:16 7717 ნახვა

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძე გახდა. როლანდ შავაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. ის 8 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.

მიწვეული ლექტორია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დოქტორის საფეხურზე ლინგვისტიკის მიმართულებით თავადაც სწავლობს. სასკოლო პროცესში აქტიურად ჩართული ინგლისურის პედაგოგს ბავშვებთან მიდგომის განსაკუთრებული მეთოდები აქვს.  იგი პროგრამით გათვალისწინებული სწავლების პარალელურად საკუთარ თავზე სამოქალაქო აღზრდასაც იღებს. მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ბავშვებთან მასწავლებელი დემოკრატიულ ღირებულებებსა და სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებაზეც მუშაობს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.

მასწავლებლის მსოფლიო დღეს, ხუთი ფინალისტიდან გამოვლინდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში