თეთრი სახლი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს - კირბი

10 ოქტომბერი 2022, 10:21 443 ნახვა

თეთრ სახლში ყირიმის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით  კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა მტკიცედ განაცხადეს, რომ  უკრაინის შეიარაღებას შემდგომშიც გააგრძელებენ. 

ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი  ჯონ კირბი ორივე მხარეს ომის დასრულების მიზნით შეთანხმების მისაღწევად  გზების ძიებისკენ მოუწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ  რუსეთის პრეზიდენტი  ამის ინტერესს არ იჩენს.

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით, უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიის გაფორმებით პუტინი იმაზე მიგვანიშნებს, რომ იგი ომის შეწყვეტას არ აპირებს, პირიქით აძლიერებს - აცხადებს კირბი.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ უკრაინულ მხარესთან თითქმის ყოველდღიურად ურთიერთობენ და, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარების გაგრძელებას შემდგომშიც აპირებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში