სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე

10 ოქტომბერი 2022, 11:02 398 ნახვა

სარაკეტო თავდასხმების  შედეგად კიევის  შევჩენკოს რაიონში 8 ადამიანი დაიღუპა, კიდევ  24  მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ეს არის წინასწარი მონაცემები.

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ ტელეგრამის თავის არხზე ფილარმონიის შენობის, ასევე ხანენკოსა და შევჩენკოს სახელობის მუზეუმების დაზიანების შესახებ დაწერა. 

კიევში სარაკეტო თავდასხმების  გამო მეტრო გაჩერდა. ყველა სადგურს თავშესაფრად იყენებენ.

აფეთქებების სერია იყო დნეპეროპეტროვსკში. დაიბომბა  ქალაქის საცხოვრებელი რაიონი. აფეთქებების ხმა ისმოდა ჟიტომირისა და კიევის ოლქებშიც.

რუსმა აგრესორებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ტერნოპოლზეც.  ლვოვში სარაკეტო თავდასხმების გამო დაიხურა სკოლები, ქალაქში სეფერხებულია მობილური კავშირი.

საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ხარკოვშიც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში