რუსეთმა მისი ნამდვილი სახე აჩვენა - გაერო-ში უკრაინის ელჩი

11 ოქტომბერი 2022, 11:04 489 ნახვა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა  193 წევრი ქვეყნისგან  შემდგარი ორგანოსადმი რუსეთის მოწოდებას  კვირის ბოლოს ფარული კენჭისყრის ჩატარების შესახებ. საუბარია რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაზე, რომელიც  რუსეთის მიერ  უკრაინის ოთხი  ოკუპირებული რეგიონის ანექსიას გმობს.

გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით გადაწყვიტა, რომ საჯარო კენჭისყრას ჩაატარებს რეზოლუციის პროექტზე, რომელიც დაგმობს რუსეთის "უკანონო ე.წ. რეფერენდუმს" და "არალეგალური ანექსიის მცდელობას".

რეზოლუციაზე კენჭისყრა სავარაუდოდ ოთხშაბათს გაიმართება. მხოლოდ 13 ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა რეზოლუციის პროექტზე საჯარო კენჭისყრას, კიდევ 39 ქვეყანამ თავი შეიკავა და დანარჩენმა ქვეყნებმა ხმა არ მისცეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში