მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესია

12 ოქტომბერი 2022, 10:54 321 ნახვა

გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაცია,  კვებითი ღირებულების მხრივ არსებული სიტუაცია - რომში  მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესიაზე  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

ოთარ შამუგიამ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ისაუბრა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სესიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, USAID-ის ევროპის და ევრაზიის საკითხებში ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილესთან.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში