ზელენსკი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვს

17 ოქტომბერი 2022, 11:03 463 ნახვა

უკრაინის დონბასის  ორ ქალაქში მძიმე ბრძოლებია- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.  საღამოს ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  ამჟამად ქვეყნის ყველაზე ცხელი წერტილები სოლედარსა და ბახმუტშია.  

ქალაქი ბახმუტი რუსეთის საოკუპაციო  ძალების  სამიზნე მას შემდეგ, რაც ივნისა და ივლისში მთავარი სამრეწველო  ქალაქები ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი დაიკავეს. სოლედარი მდებარეობს ბახმუტის ჩრდილოეთით. ვიდეო მიმართვისას ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინელებს, შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება.

პრეზიდენტის თქმით, რუსული სარაკეტო ტერორის შედეგად უკრაინის ზოგიერთ ქალაქსა და რაიონში აუცილებელია  ენერგომომამრაგების შეზღუდვა ენერგოსისტემის სტაბილური მუშაობისთვის და ამ მიზნით საღამოს 5 საათიდან ღამის 11 საათამდე მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებენ.  ზელენსკი მსოფლიო ქვეყნებს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ ქვეყანად აღიარებისკენ მოუწოდებს.

უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში საომრად  კრიმინალებს პირდაპირ ციხეებიდან აგზავნის და სანაცვლოდ ფულსა და ამნისტიას ჰპირდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში