გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

25 ოქტომბერი 2022, 10:16 434 ნახვა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღის მეორე ნახევარში შეხვდება.

შტაინმაიერი კიევში ვიზიტსა და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას გასულ ხუთშაბათს  გეგმავდა, თუმცა უსაფრთხოების  ზომებიდან გამომდინარე ვიზიტი გადადო.

კიევში ჩასვლისას შტაინმაიერმა  უკრაინელებს მიმართა და მათ  გერმანიის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა აღუთქვა.

უკრაინაში რუსეთის  სამხედრო შეჭრის შემდეგ ეს ქვეყანაში გერმანიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში