სლოვენიაში პრეზიდენტს ირჩევენ

13 ნოემბერი 2022, 13:40 705 ნახვა

სლოვენიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.  ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მემარჯვენე ანზე ლოგარი, რომელმაც 23 ოქტომბერს პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღო,  მეტოქეობას უწევს დამოუკიდებელ ნატაშა პირც მუზარს, რომელიც იბრძვის გახდეს ყოფილი იუგოსლავიის ამ პატარა რესპუბლიკის პირველი ქალი პრეზიდენტი. 

54 წლის  მუზარი, რომელიც ყოფილი ტელეწამყვანი და  გავლენიანი ადვოკატია, ამომრჩევლებს პირდება , რომ  იზრუნებს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის დაცვისა და სოციალური კეთილდღეობისთვის.  

ევროკავშირისა და ნატოს წევრი სლოვენიის ახალი პრეზიდენტი, ჩაანაცვლებს  პაჰორს, ყოფილ მოდელს, რომელიც ორი ვადით იყო არჩეული და რომელსაც სოციალური ქსელების ხშირი გამოყენების გამო საზოგადოებაში „ინსტაგრამის პრეზიდენტს“ უწოდებდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში