ევროპელებმა კიევს 8 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუგზავნეს - ბორელი

15 ნოემბერი 2022, 10:25 475 ნახვა

ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინას 8 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდეს - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა. ეს თანხა  შეერთებული შტატების მიერ გაწეული სამხედრო დახმარების  დაახლოებით 45%-ს შეადგენს, აღნიშნა  ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა  ბრიუსელში ევროკავშირის კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ.  უკრაინაში ომი ბრიუსელში განხილვის მთავარი თემა იყო. 

ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას,  ასევე სასანქციო პოლიტიკას.  ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ შემზღუდავი ზომები იმ მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს  იარაღითა და სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოფენ - ესენია  ირანი და ბელარუსი - განაცხადა ბორელმა“.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში