ჯერჯერობით არ გვაქვს მყარი მტკიცებულებები, ვინ ისროლა რაკეტა - დუდა

16 ნოემბერი 2022, 10:52 323 ნახვა

პოლონეთს არ აქვს მყარი მტკიცებულება იმისა, თუ ვინ ისროლა რაკეტა, რომელიც უკრაინის საზღვართან  მდებარე პოლონურ სოფელში აფეთქდა - აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი  ანჯეი დუდა და აღნიშნავს, რომ მომხდარი აფეთქება ერთგზის ინციდენტია და არ არის იმის ნიშნები, რომ იგი შესაძლოა განმეორდეს.  პოლონეთის პრეზიდენტი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 6 კილომეტრზე მდებარე სოფელ პშევოდუვში სავარაუდოდ რუსული რაკეტა მარცვლეულის საშრობ ობიექტს მოხვდა. დაიღუპა ორი ადამიანი დაიღუპა.

დუდას განცხადებით, გამოძიება გრძელდება და მასში ამერიკელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.პოლონეთის მოთხოვნით,  დღეს,  ნატოს წევრი სახელმწიფოების საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელზეც ვარშავა მოითხოვს ნატოს წესდების მეოთხე მუხლის ამოქმედებას. ის ითვალისწინებს ალიანსის მიერ კონსულტაციების დაწყებას საფრთხეზე, რომელიც ერთ-ერთ წევრს ემუქრება. პოლონეთმა შეიარაღებული ძალების მზადყოფნა გააძლიერა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ პოლონეთი გააძლიერებს თავის საჰაერო სივრცის მონიტორინგს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში