საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმები განახორციელეს

16 ნოემბერი 2022, 10:50 369 ნახვა

ყველაზე მასშტაბური შეტევები ომის დაწყებიდან - ასე ფასდება უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმები. რუსულმა ჯარებმა უკრაინის ტერიტორიებზე 100-ზე მეტი ავიაიერიში მიიტანეს.

დაიბომბა კიევის, ხარკოვის, ლვოვის, მიკოლაივის, ხმელნიცკის, როვნოს, ჟიტომირის, ვინიცის და დრეპროპეტროვსკის ოლქები.

დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში