ვითარება უკრაინაში

17 ნოემბერი 2022, 19:30 415 ნახვა

მშვიდობის ერთ-ერთი პირობა ყირიმისა და დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინაში დაბრუნებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მშვიდობის ფორმულაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს. დღს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ რაკეტასთან დაკავშირებით განაცხადა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი არის მხარე, რომელიც საბოლოო ჯამში პასუხისმგებელია პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში