„ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა“ შეხვედრა ბსუ-ში

22 ნოემბერი 2022, 19:23 401 ნახვა

ეროვნული თანხმობის დეკლარაცია - ახალი ინიციატივის გაცნობა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სტუდენტებსა და აკადემიურ წრეებთან დაიწყო. პროექტის მიზანია პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის დონის შემცირება. პროგრამის ფარგლებში მომზადდა დოკუმენტი, რომელიც იმ მთავარი თეზისებგან შედგება,  რომლებიც ქვეყნისთვის შეთანხმებული მისწრაფებებია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ნატოში გაწევრიანების არჩევანი, სახელმწიფო უსაფრთხოება, სასამართლო თავისუფლება და ა. შ. პროექტის ორგანიზატორი „ჯეოქეისია“, რომელთან ერთადაც კონკრეტულ პროგრამაზე სხვა ორგანიზაციებიც მუშაობენ. ეროვნული თანხმობის დეკლარაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფინანსებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში