ბსუ - 90 - საიუბილეო ღონისძიებები

28 ნოემბერი 2025, 20:05 184 ნახვა

17 საპატიო დოქტორი, 50-მდე პროფესორ-მასწავლებელი და მეცნიერი დააჯილდოვეს დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

საპატიო დოქტორის წოდება საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტის რექტორს და ასევე ბათუმის უნივერსიტეტის პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მიენიჭათ.

რაც შეეხება დაჯილდოვებულებს, ჯილდოები და სიგელები, საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და განათლების სფეროში შეტანილი, განსაკუთრებული წვლილისთვის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის განათლების სამინისტრომ გადასცა.

მთავარი, დასკვნითი საიუბილეო ღონისძიება, რომელიც გალა-კონცერტით დასრულდა დრამატულ თეატრში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოსა და აჭარის განათლების მინისტრები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მერი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

დაჯილდოვების ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ასევე მოწვეული სტუმრებიც. მათ საშუალება ჰქონდათ დღეს კიდევ ერთხელ გაცნობოდნენ უნივერსიტეტის 90 წლიან ისტორიას.

საიუბილეო ღონისძიებები რეგიონის მთავარ საგანმანათლებლო სივრცეში  დილიდან მიმდინარეობდა.

გაიხსნა არქეოლოგის დავით ხახუტაიშვიულის ბიუსტი და ასევე მეცნიერ-პროფესორების სახელობის კაბინეტები. მოეწყო გამოფენა და გაფორმდა მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში