იღბლის იმედად ყოფნა არ შეიძლება - გროსი

24 ნოემბერი 2022, 10:38 401 ნახვა

ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად იღბლის იმედად ყოფნა არ შეიძლება - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა  რაფაელ გროსიმ განაცხადა. გროსის თქმით, აუცილებელია  ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა და ამ საკითხზე მხარეებთან მოლაპარაკებები გრძელდება.

"ეს არის აქტიური საბრძოლო ზონა, ამიტომ შეთანხმებული პარამეტრების მიღწევა არც ისე ადვილია" - ამბობს გროსი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, შეხვედრები გამართა როგორც თურქეთში რუსეთის დელეგაციასთან, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან, თუმცა ნამდვილი ომის პირობებში რაიმე შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში