ნონა გაფრინდაშვილმა მერვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

26 ნოემბერი 2022, 23:18 1153 ნახვა

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი სერიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონი მეერვედ გახდა.

გაფრინდაშვილმა 65+ ასაკის ქალთა კატეგორიაში ბოლო პარტია ფრანგ ჟან-ლუკ როოსთან ყაიმით დაასრულა, 11 შეხვედრიდან 7 ქულა დააგროვა და ტურნირის ჩემპიონის თასს დაეუფლა.

ქართველი ლეგენდა ასევე 11 საჭადრაკო ოლიმპიადის და 5 გზის მსოფლიოს ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში.

მამაკაცთა შორის 50+ ასაკის კატეგორიაში ზურაბ სტურუამ პირველობა არავის დაუთმო. ამავე ასაკის კატეგორიაში ქალთა რეიტინგში პირველი ადგილი გაიყო სოფიკო ტერელაძემ, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებლის გამო ვერცხლის მედალი ერგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში