რუსული ნავთობის ფასზე დაწესებული შეზღუდვა ამოქმედდა

05 დეკემბერი 2022, 10:39 407 ნახვა

დღეიდან ძალაში შევიდა დიდი შვიდეულის შეზღუდვა რუსულ ნავთობთან დაკავშირებით, რაც ერთ ბარელ რუსულ ნავთობზე 60 დოლარიანი ფასის ზედა ზღვრის დაწესებას გულისხმობს.

2 დეკემბერს შეზღუდვაზე თანხმობას მიაღწიეს დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის ქვეყნებმა, ასევე ავსტრალიამაც. უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ,  60 დოლარიანი ფასის ზედა ზღვარი საკმარისად მძიმე სანქცია არაა და მსოფლიომ სისუსტე გამოიჩინა.  მოსკოვში  ამბობენ, რომ  ეს შეზღუდვა თავისუფალი ვაჭრობის წესების დარღვევაა.   

რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ნოვაკის თქმით,   ისინი ნავთობსა და საწვავ პროდუქტს მხოლოდ იმ ქვეყნებს მიჰყიდიან,  რომლებიც მათთან საბაზრო პირობებში იმუშავებენ.  

დიდი შვიდეულის შეთანხმების მიხედვით, მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ დიდი შვიდეულისა  და ევროკავშირის გემების, სადაზღვეო კომპანიებისა და საკრედიტო ინსტიტუტების მეშვეობით, თუ ტვირთი 60 დოლარიანი ზედა ზღვრის შესაბამის ფასად არის ნაყიდი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში