„ცხოვრება ქვის ხანაში“ - პროექტის პრეზენტაცია

07 დეკემბერი 2022, 11:02 828 ნახვა

,,ცხოვრება ქვის ხანაში’’ - ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში სამდღიანი სასწავლო პროგრამა დაიწყო, რომელიც  თეორიულ სალექციო კურსებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს ითვალისწინებს.   

არქეოლოგია, ისტორია, პალინოლოგია, პალეოანთროპოლოგია  და ტრასოლოგია - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც მეცნიერები მოსწავლეებთან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

დაგეგმილია დოკუმენტური ფილმების ჩვენება და თემატური ექსკურსიები პრეისტორიულ ეპოქაზე.  

პროექტში აჭარის საჯარო და კერძო სკოლების 25 მოსწავლეა ჩართული.    

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში