მუსიკალური ბათუმი ათენში

23 ოქტომბერი 2025, 20:05 215 ნახვა

„მუსიკალური ბათუმი ათენში“ –  ამ სახელწოდებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და სოლისტების გალა კონცერტი, ხვალ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართება.

ოლიმპიას მუნიციპალური მუსიკალური თეატრის „მარია კალასის“ საკონცერტო დარბაზში, სიმფონიური ორკესტრი, დავით მუქერიას დირიჟორობით, მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება.

სოლო შემსრულებლების მიერ შესრულდება ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შედევრები.

ქართული კლასიკური მუსიკის საღამო საქართველო-საბერძნეთის მეგობრობას და დიდი მაესტროს, ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას მიეძღვნება.

ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ათენის კულტურის ცენტრის „ოპანდას“ მხარდაჭერით იმართება.

პროექტის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და საერთაშორისო არენაზე აჭარის რეგიონის პოზიციონირებაა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე