აშშ 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტიდან უკრაინას 800 მილიონს გამოუყოფს

07 დეკემბერი 2022, 19:52 416 ნახვა

აშშ-ის სენატმა 2023 წლისთვის თავდაცვის რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც 800 მილიონი უკრაინისთვისაა გამოყოფილი. ახლა დოკუმენტი კონგრესმენებმა და სენატორებმა უნდა დაამტკიცონ. უკრაინის პირდაპირი სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 19,3 მილიარდი დოლარია. ბიუჯეტში 6 მილიარდი დოლარი ევროპაში რუსეთის შეკავებაზეა გათვალისწინებული. დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ს 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი გახდეს. კრემლში აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს რუსეთთან მიმართებაში უკიდურესად კონფრონტაციული უწოდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში