მაშველებმა შეძლეს, ამწესა და კიბეების  საშუალებით, რამდენიმე სართულზე შესვლა - საგანგებო სიტუაციის მართვის  სამსახური

19 დეკემბერი 2022, 02:23 16120 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა  ამწესა და კიბეების  საშუალებით შეძლეს რამდენიმე სართულზე შესვლა. მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები.

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ე.წ. "ვოქსის" კოპრუსში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. შენობიდან ცვივა ცეცხლმოკიდებული სამშენებლო მასალები.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა, თუმცა რესტორანში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და არ ფუნქციონირებდა, მოგვიანებით ხანძარი გავრცელდა.

ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში