შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრები 2023 წელს გახდებიან

27 დეკემბერი 2022, 11:41 390 ნახვა

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ის „აბსოლუტურად დარწმუნებულია“, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადების რატიფიცირება ალიანსში გაწევრიანების შესახებ დროულად დასრულდება. მისი თქმით, ის ელოდება, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოში 2023 წელს გაწევრიანდებიან. მაგრამ მან ვერ დაასახელა პროცედურის დასრულების კონკრეტული თარიღი. სტოლტენბერგმა მიანიშნა, რომ მისი აზრით, თურქეთი ამ ქვეყნების ნატოში შესვლას დიდი ხნით არ დაბლოკავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში