ჩინეთის უჰანის პროვინციაში კოვიდაფეთქებაა

29 დეკემბერი 2022, 11:58 605 ნახვა

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელმა ჰუბეის პროვინციაში არსებული კოვიდსიტუაცია გააშუქა, რომლითაც ვიგებთ, რომ პროვინციის საავადმყოფოები და ცხელების ცენტრები ვეღარ იტევენ პაციენტებს. კოვიდ-19 ის ახალი ტალღის შედეგად გადატვირთულია კლინიკების ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. მედიკოსები ამბობენ, რომ უჰანსა და იჩანგში იმატა იმ პაციენტების რაოდენობამ, რომლებსაც ჟანგბადის ნიღბები და ფილტვების სკანირება ესაჭიროებათ.

მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სამწლიანი კოვიდპოლიტიკის შემდეგ ამ თვეში მოსახლეობის მოთხოვნით ჩინეთმა შეამსუბუქა შეზღუდვები, რის გამოც მისი მყიფე ჯანდაცვის სისტემა ისევ გადაიტვირთა. ოფიციალური პეკინის ინფორმაციით, 27 დეკემბერს სამი, ხოლო 28 დეკემბერს ერთი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. უცხოური მთავრობები და მრავალი ეპიდემიოლოგი დარწმუნებულია, რომ ეს რიცხვები გაცილებით მაღალია და, რომ მომავალ წელს კოვიდ-19-ით შესაძლოა მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში