ნიდერლანდებში საახალწლო ტრადიციას არც წელს უღალატეს

02 იანვარი 2023, 10:28 481 ნახვა

ნიდერლანდებში ყოველწლიური საახალწლო ტრადიციის თანახმად ათასობით ადამიანმა  ჩრდილოეთ ზღვაში იბანავა. ყველაზე მეტი მსურველი შივენინგენში შეიკრიბა, რომელიც  ტრადიციულად ყველაზე ცნობილი საახალწლო ჩაყვინთვის ადგილად მიიჩნევა  ნიდერლანდებში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი შეუერთდა ტრადიციას ქვეყნის 142 ლოკაციაზე - წერს ადგილობრივი მედია.

ზღვაში შესვლის დროს პლაჟზე ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით  11 გრადუსი იყო,  ხოლო ზღვის  წყლის 7 გრადუსი. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში