ტყვიის მაღალი შემცველობა სათამაშოებში - კვლევა

24 იანვარი 2023, 14:45 698 ნახვა

სათამაშო ფრჩხილის ლაქი, ტყლარწი, მუსიკალური და საჩხაკუნა სათამაშოები - საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების ნაწილი ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სათამაშო შეიცავს დასაშვებ ნორმაზე გაცილებით მეტ ტყვიას.

ბაზარზე განთავსებულ 77 სათამაშოს დოკუმენტური შემოწმების შემდეგ რეალიზაცია შეუჩერდა, ტექნიკური შემოწმების საფუძველზე კი, რიგი შეუსაბამობა გამოვლინდა სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრებში, მუსიკალურ სათამაშო ქსილოფონსა და 8 სახეობის ტყლარწში. - ეს 2021 წლიდან 2022 წლის ნოემბრამდე პერიოდის კვლევის შედეგია. ინფორმაციას ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს სტატისტიკის საფუძველზე გაწვდით.

ამავე პერიოდში წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შემოწმდა შემოსავლების სამსახურის საბაჟო გაფორმების ეკონომიკური ზონებიდან შემოსული 8 146 სათამაშო.

სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე დოკუმენტური შემოწმება ჩაუტარდა 45 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებულ 130 დასახელების სათამაშოს, საიდანაც რეალიზაცია შეუჩერდა 31 ეკონომიკური ოპერატორის მიერ განთავსებულ 77 სათამაშოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში