ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ჩემპიონია

05 თებერვალი 2023, 20:40 728 ნახვა

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა. 81 კგ. წონით კატეგორიის ფინალში გრიგალაშვილი გერმანელ ტიმო კაველიუსს დაუპირისპირდა და იპონით გაიმარჯვა.

ფინალამდე კი ტატომ იტალიელი ლორენცო პაროდი, იაპონელი კენია კოჰარა,  ემირატების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი და  თურქი ვედათ ალბაირაქსი დაამარცხა.

დღესვე, 90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

საქართველოსთვის პარიზში ეს მეორე ოქროს მედალია. მანამდე გუშინ ჩემპიონობა ლაშა შავდათუაშვილმა მოახერხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში