ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს 

03 დეკემბერი 2025, 08:01 47 ნახვა

„შანდონ ტაიშანის“ თავდამსხმელი ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერლიგის 2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველმა გაიმარჯვა გამოკითხვაში, რომელშიც ჟურნალისტები და გულშემატკივრების მონაწილეობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ყაზაიშვილმა ლიგის „ოქროს ბუცის“ მოგება ვერ შეძლო, სეზონის დასრულების შემდეგ ჩინეთის ორმა ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა მედიასაშუალებამ ერთხმად მიანიჭა მას სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო.

ყაზაიშვილმა სეზონში 30 მატჩში 27 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა.

ქართველი შემტევი მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩა ფაბიო აბრეუს, რომელმაც ბოლო ტურში ოთხი გოლი გაიტანა და ყაზაიშვილსაც ამის ხარჯზე გადაასწრო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში