პრემიერ-მინისტრი კულტურის მინისტრს შეხვდა

07 თებერვალი 2023, 17:40 503 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები განიხილეს. ყურადღება დაეთმო „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“-ის იმპლემენტაციის დინამიკას. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა თუ პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში სამივე მიმართულებით განხორციელდება. აღინიშნა, რომ  2023 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა და 431 მლნ-ით განისაზღვრა და ის განაწილდა ყველა მიმართულებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში