მსოფლიოს ჩემპიონატი ბაკურიანში

18 თებერვალი 2023, 20:06 485 ნახვა

ბაკურიანი 2023 ოფიციალურად გაიხსნა - მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები ჩემპიონობისთვის ერთმანეთს სნოუბორდსა და ფრისტაილში შეეჯიბრებიან. 

სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლების თქმით ბაკურიანის სახით საერთაშორისო ტურნირებისთვის ახალი სივრცე გამოჩნდა და მომავალში აქ კიდევ მრავალი ტურნირი წარმატებით უნდა ჩატარდეს. 

ლევან დავითაშვილის თქმით, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ჩემპიონატის ორგანიზებაში, ბაკურიანში მომზადებული ინფრასტრუქტურა სამომავლოდაც იფუნქციონირებს, რაც კურორტს ძალიან წაადგება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში