5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა თურქეთში, ქაჰრამანმარისთან ახლოს. ეპიცენტრი გოქსუნის რაიონი იყო, თუმცა ადგილობრივების თქმით, ბიძგები მიმდებარე ქალაქებშიც იგრძნობოდა.
ექსპერტები საუბრობენ, რომ 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, განმეორებითი ბიძგები დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მაინც განმეორდება. ისინი მოსახლეობას კატეგორიულად აფრთხილებენ, არ შევიდნენ დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე