უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

22 ნოემბერი 2025, 10:19 54 ნახვა

28 პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე რთული მომენტია და მასზე ზეწოლა გაძლიერებულია. ოფიციალური ვიდეო მიმართვის გავრცელების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ესაუბრა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს.

ნახევარ საათიანი საუბრის შემდეგ, ზელენსკის თქმით, შეძლო  ამერიკული მხარის ომის დასრულების წინადადებების მრავალი დეტალის განხილვა და მიმდინარეობს მუშაობა,  რომ წინსვლის გზა იყოს ღირსეული და რეალურად ეფექტიანი ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

თავის მხრივ, ჯეი დი ვენსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე ზელენსკისთან საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დაწერა, რომ ფანტაზიაა თითქოს უკრაინას თუ მეტ ფულს, იარაღს ან მეტ სანქციას მისცემენ გამარჯვება მოახლოვდება.

ვიცე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობას ვერ დაამყარებენ წარუმატებელი დიპლომატები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ფანტაზიის სამყაროში ცხოვრობენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე