საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ

23 თებერვალი 2023, 20:55 569 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ის 12 მოთამაშე დაასახელა, რომლებიც დღეს მსოფლიოს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. განაცხადი ასე გამოიყურება: რატი ანდრონიკაშვილი, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ბურჯანაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ილია ლონდარიძე, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გიორგი ცინცაძე. საქართველოს ნაკრებს ამ მატჩში მოგება აუცილებლად სჭირდებათ. ქართველ კალათბურთელებს შესარჩევ ჯგუფში 4 მოგება 4 წაგება აქვთ და ასეთივე მონაგარი გააჩნია ისლანდიას, უკრაინის აქტივში კი 3 გამარჯვებაა. ვინაიდან ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და იტალია უკვე გასულები არიან, დარჩენილი ერთადერთი საგზურისთვის ბრძოლა სწორედ აღნიშნულ სამ ნაკრებს შორის წარიმართება. მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში