მანჩესტერ იუნაიტედმა ინგლისის ლიგის ტიტული მოიგო

27 თებერვალი 2023, 20:21 519 ნახვა

2017 წლის შემდეგ პირველად მანჩესტერ იუნაიტედმა ტიტული მოიგო. ინგლისის ლიგის თასის ფინალში ნიუკასლ იუნაიტედს 2:0 მოუგო. პირველი გოლი კაზემირომ 33-ე წუთზე გაიტანა, მალევე 39-ე წუთზე კი ანგარიშში სხვაობა ორამდე მარკუს რაშფორდმა გაზარდა. შეხვედრის დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ერიკ ტენ ჰაგმა "ეშმაკებთან" ერთად პირველი ტიტული მოიგო. მანჩესტერ იუნაიტედმა ლიგის თასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო. ბოლოს იუნატიდმა ზოგადად ტიტული ჟოზე მოურინიოს დროს მოიგო, მაშინ გუნდი ინგლისის ლიგის და ევროპა ლიგის თასებს დაეუფლა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში