გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 27 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა - უკრაინის გენშტაბი

06 მარტი 2023, 10:00 376 ნახვა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა  მტრის 95 -ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებით შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე.

„გუშინ, ჩვენმა მეომრებმა 5  მიმართულებებით მტრის 95-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს,“- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 27 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. პარალელურად, უკრაინულმა ავიაციამ, რუსული ძალების თავშეყრის ადგილებზე 12 შეტევა განახორციელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში