თავდაცვის ახალი კოდექსი

11 მარტი 2023, 20:09 451 ნახვა

თავდაცვის ახალი კოდექსი პლენარულ სხდომაზე სასესიო კვირაში გავა. პარლამენტში კანონსპროექტის კორექტირება უკვე მოხდა. ახალი კოდექსით სტუდენტის სტატუსი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლად რჩება, თუცა სურვილის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო მათ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს.

კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ''გირჩის'' რელიგიურ ორგანიზაციას აღარ ექნება საშუალება, ახალგაზრდები სამხედრო სამსახურიდან დაიხსნას, რასაც ის წლების განმავლობაში აკეთებდა. 

ასევე, „თავდაცვის კოდექსი“ არაერთ ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის შემცირდება „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის“ ვადა.

2024 წლიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში თუ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა ხდება.

ერთი წლის მანძილზე სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის კი 10 000 ლარი იქნება გადასახდელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში