ვითარება უკრაინაში

13 მარტი 2023, 20:33 567 ნახვა

ბახმუტში რთული სიტუაციაა, თუმცა უკრაინული ძალები იგერიებენ ოკუპანტების ყველა მცდელობას აიღოს ქალაქი- აცხადებს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი. მისი თქმით,  ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები ბახმუტს რამდენიმე მიმართულებიდან უტევენ და ცდილობენ გაარღვიონ უკრაინული ძალების თავდაცვა და წინ წაიწიონ ქალაქის ცენტრალური უბნებისკენ. ბახმუტში "ძალიან მძიმე" სიტუაციის შესახებ საუბრობს ვაგნერის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინიც. მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ აუდიო განცხადებაში, პრიგოჟინმა თქვა, რომ რაც უფრო უახლოვდებიან მისი მებრძოლები ქალაქის ცენტრს, მით უფრო რთულდება ბრძოლა და მით უფრო მეტი არტილერია და ტანკები უმიზნებენ მის ჯარისკაცებს. ბახმუტის აღების შემდეგ პრიგოჟინი თავისი ვაგნერის ჯგუფის რუსეთის რეგიონებიდან ახალი ადამიანებით დაკომპლექტებას აპირებს. მისი თქმით,   მისმა სამხედრო კომპანიამ  გახსნა რეკრუტირების ცენტრები რუსეთის  42 ქალაქში და  ბახმუტისთვის ბრძოლაში მძიმე დანაკარგების შემდეგ თავისი რიგების  შევსებას ცდილობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში