ბულგარეთში არალეგალი მიგრანტები დააკავეს

14 მარტი 2023, 10:40 514 ნახვა

25 არალეგალი მიგრანტი დააკავეს ბულგარეთში.  ისინი  მიკროავტობუსით  სოფიასა და პერნიკს შორის ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდნენ. ამის შესახებ ბულგარეთის  შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ივან დემერჯიევი აღნიშნავს, რომ მიგრანტების დაკავება შემთხვევით არ მომხდარა, მათ გამოსავლენად ქვეყნის მთავარ ავტომაგისტრალებზე ავტომობილების  გასაჩერებლად და შესამოწმებლად დამატებითი საგუშაგოები გაიხსნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული მიგრანტები ავღანეთიდან არიან. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში