ამბროლაურში კარანტინია - ცოფის სამი დადასტურებული შემთხვევა

18 მარტი 2023, 10:13 521 ნახვა

ამბროლაურში ძაღლის ცოფის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა, რის მიხედვითაც  ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანა აიკრძალა. 

საკარანტინო პერიოდში  ცხოველების იზოლირების რეკომენდაცია გაიცა. ამბროლაურში დღეს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებს ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაიყვანენ. 

საკარანტინე პერიოდში არ იმუშავებს  ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში