თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვა

21 მარტი 2023, 10:59 344 ნახვა

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ  თავდაცვის ახალი კოდექსის დაკორექტირებული ვარიანტი პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ დღეს გავა.

ახალი ვარიანტით, სტუდენტის სტატუსი სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლად შენარჩუნდება, თუმცა სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო  სტუდენტებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებს. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების პირობა აღარ იქნება რელიგიური ორგანიზაციების წევრობა.

მმართველ გუნდში კოდექსს დადებითი შეფასებები აქვს. განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში.

როგორც აცხადებენ, თავდაცვის კოდექსი კონსენსუსის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული და არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლაა წარმოდგენილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში