ეროვნულ გვარდიას კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების აღჭურვილობა გადაეცა

23 მარტი 2023, 14:18 341 ნახვა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ეროვნულ გვარდიას კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების აღჭურვილობა გადაეცა. 

ეროვნული გვარდიის რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ. 

ეროვნული გვარდია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივაში 2019 წლიდან არის ჩართული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში