პუტინის ომი უკრაინაში

26 მარტი 2023, 12:03 460 ნახვა

ომის 396-ე დღეს, რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის 6 დასახლება დაბომბეს. 49-ჯერ დაიბომბა ხერსონის ოლქი. ჭურვები საცხოვრებელ კორპუსებსა და სასწავლო დაწესებულებებს მოხვდა. დაჭრილია 9 ადგილობრივი.აგრესორების სამიზნე გახდა ნიკოპოლიც, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე იერიში დრონებით მიიტანეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ კვირაში შეერთებული შტატებისგან, ლიეტუვისგან, ფინეთისგან და გერმანიისგან თავდაცვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.

დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი კვლავ ყველაზე აქტიურ თავდასხმებს იგერიებს, თუმცა მისი აღების გეგმა ჩავარდნილია. ახლა რუსეთის არმია იქ თავდაცვით სქემას უბრუნდება. რუსეთის არმიის და "ვაგნერის" დაჯგუფების მხრიდან შეტევები შემცირებულია.

ბახმუტში ვითარების დასტაბილურების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ისაუბრა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში