ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი 2025, 14:42 113 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  განაცხადა, რომ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას დაამატებს იმ შეთანხმებების მთელ რიგს, რომლებიც მან უკვე დადო აზიური ტურნეს ფარგლებში.  ტრამპმა, რომელიც იანვარში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტით იმყოფება საზღვარგარეთ, მალაიზიაში პირველი გაჩერების დროს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ოთხ ქვეყანასთან შეთანხმებები გააფორმა, ხუთშაბათს კი აშშ-ის პრეზიდენტი  ჩინელ კოლეგა  სი ძინპინთან სამიტით დაასრულებს თავის მოგზაურობას.
ტრამპი რამდენიმე წუთის წინ მალაიზიიდან იაპონიაში ჩაფრინდა.  ტოკიოში, საიმპერატორო სასახლეში იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს და იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს სანაე ტაკაიჩის პირველად შეხვდება. იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სანაე ტაკაიჩი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს აირჩიეს.
ის იაპონიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერია. ტაკაიჩიმ შაბათს გამართულ პირველ სატელეფონო საუბარში ტრამპს განუცხადა, რომ მათი ქვეყნების ალიანსის გაძლიერება მისი „მთავარი პრიორიტეტი“ იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე