ვილნიუსის აეროპორტი ერთ კვირაში  უკვე მეოთხედ დაიხურა

27 ოქტომბერი 2025, 11:43 119 ნახვა

ნატოს წევრმა ლიეტუვამ ვილნიუსის აეროპორტი დახურა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ობიექტი, რომლებიც იდენტიფიცირებული იყო  როგორც ჰელიუმის ბუშტები, მის საჰაერო სივრცეში შევიდა, განაცხადა ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრმა.   
ამ კვირაში  ეს მეოთხე ასეთი ინციდენტია. აეროპორტი ასევე დაიხურა შაბათს მეზობელი ბელარუსიდან მის საჰაერო სივრცეში მეტეოროლოგიური ბუშტების შესვლის გამო. გასულ პარასკევსაც ლიეტუვამ დახურა თავისი ორი უმსხვილესი აეროპორტი და ბელარუსთან სასაზღვრო გადასასვლელი მას შემდეგ, რაც ჰელიუმის  ბუშტები მის ტერიტორიაზე შეიჭრა.
ბოლო კვირების განმავლობაში ევროპული ავიაცია არაერთხელ მოიცვა  ქაოსმა დრონების შეჭრის გამო, მათ შორის კოპენჰაგენის, მიუნხენის და ბალტიისპირეთის აეროპორტებში. ლიეტუვა აცხადებს, რომ ბუშტებს კონტრაბანდისტები აგზავნიან, რომლებსაც კონტრაბანდული სიგარეტები გადააქვთ, თუმცა ის ასევე ადანაშაულებს ბელარუსის პრეზიდენტს ამ პრაქტიკის  გამოყენებაში.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე